LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizzair-ის ბილეთში ცვლილებებს უფასოდ გააკეთებთ

75

ავიაკომპანია Wizzair-ის ავიაბილეთში გარკვეული ინფორმაციის რედაქტირება უფასო გახდა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაყიდ ელექტრონულ ბილეთებში მგზავრი სქესის შეცვლას, სახელის სრულად ჩაწერასა და სახელსა და გვარში სამი სიმბოლოს ცვლილებას ამიერიდან უფასოდ შეძლებს.

კომპანიის ცნობითვე, აღნიშნული ცვლილებების უფასო სერვისი არ ვრცელდება Wizzair-ის ფასდაკლების ბარათის მქონე მომხმარებლებსა (Wizz discount club-ის წევრები) და პრივილეგირებულ მომხმარებლებზე (Privilege pass-ის მფლობელები).
ცნობისთვის, აქამდე აღნიშნული ცვლილებების განხორციელება თითო გზის ბილეთში 45 ევრო ღირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები