LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

91

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, შპს ,,გომანის“ და შპს ,,ნინოს“ ფაქტობრივი ხელმძღვანელები იგორ წულუკიძე, გოგიტა ლემსაძე და შპს ,,რეზოს“ დირექტორი და დამფუძნებელი რევაზ ილიაძე არიან დაკავებული.

„გამოძიებით დადგენილია, რომ იგორ წულუკიძემ, გოგიტა ლემსაძემ და რევაზ ილიაძემ, 2014-2016 წლებში განახორციელეს 40 847 759 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, ბრალდებულების მიერ, საბაჟო გადასახდელების სახით, არ იქნა გადახდილი 4 521 192 ლარი, ხოლო 359 316 ლარის ღირებულების 53 ერთეული ყალბი საბანკო გადახდის ქვითარი გამოიყენეს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გადასახდელების გადახდის დასადასტურებლად, რამაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება გამოიწვია“, – ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები