LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგში, მდინარე ბიდარაზე, ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

296

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ძველი 1864 წელს აშენებული ქვის თაღოვანი ხიდის აღდგენა  და ასევე ექსპლუატაციაში არსებული ხიდის გაფართოება და რეაბილიტაცია იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდი მომავალში სრულად დააკმაყოფილებს არსებულ სატრანსპორტო მოთხოვნებს.

ამ დროისათვის,  პროექტის ფარგლებში  მიმდინარეობს ხიმინჯების დაბეტონება, ასაქცევ გზაზე მონოლითური რკინა-ბეტონის ფილების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 500 000 ლარია. ხიდის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

პოპულალურები