LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყიზილაჯლოს ინციდენტის შეფასებისას მხარეებმა სპეკულაციისგან თავი უნდა შეიკავონ – მიხეილ ჯანელიძე

83

„სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას, პოლიტიკური სპეკულაციებისგან ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ, განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მარნეულში დაჭრილი პირები უკვე მოინახულა ჯანდაცვის მინისტრმა.

„წინასაარჩევნო პერიოდში,  საქართველოს ყველა რეგიონში მშვიდი ვითარებაა და ასევე მშვიდ ვითარებაში ჩატარდება არჩევნები,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აღნიშნული განცხადებები პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და დასძინა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები