LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდება – პარლამენტი განსახილველად ემზადება

40

საქართველოში, სავარაუდოდ,  ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდება, ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ რამდენიმე პრინციპი უკვე დაასახელა. მისი თქმით, პირველი პრინციპია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ასევე რეალიზაციის შემთხვევებისას დაწესდება შემამსუბუქებელი და დამმძიმებელი გარემოებები; სააფთიაქო ნარკოდანაშაული კი რეალიზაციის დანაშაულს გაუტოლდება.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები