LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფრის გაყიდვა შეიძლება სინდისის გარდა – აკაკი ზოიძე მარიხუანას წარმოებაზე საუბრობს

109

“მე დავეთანხმები ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს – სინდისის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლება,”- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მარიხუანას წარმოების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფრის გაყიდვა არის შესაძლებელი, თუ ამით მოქალაქეები სარგებელს ნახავენ.

“ყველა ვხედავთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. ახალი ბაზარი ჩნდება, რომელიც სამკურნალო მიზნით ამ მცენარის გამოყენებას ეხება. ჯერ-ჯერობითმოთხოვნა მკვეთრად აჭარბებს მიწოდებას. როგორც ბიტკოინზე იყო, ყველა. უცებ დაიწყო ბიტკოინების წარმოება, დღეს კი ეს პოპულარული თემა აღარ არის იმდენად, რამდენადაც ადრე იყო. ასეთივე დაახლოებით არის დაკავშირებული ამ პროდუქტთან. ჩვენ ექსპორტზე უნდა გავიტანოთ ყველაფერი, თუ ამ გაყიდვის შედეგად თითოეული მოქალაქე სარგებელს ნახავს.

სინდისის, სამშობლოს გაყიდვა შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფრის გაყიდვა შეიძლება თუ ამით სარგებელი მოდის ჩვენი მოქალაქეებისთვის. კანაფიდან იწარმოება წამალი და ამ წამლიდან შემოსული თანხა ამავე მცენარისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ კონცეფციაში ვერანაირ პრობლემას ვხედავ ვერც მორალური, ვერც საზოგადოებრივი, ვერც ეკონომიკური კუთხით,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები