LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დასამახსოვრებელი სამოსი მელანიას გარდერობიდან, რომლის გამოც გააკრიტიკეს (ფოტო)

303

26 აპრილს ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი 48 წლის გახდა. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მელანია არა ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, მათ შორის სკანდალებითაც. მათგან უმრავლესობა ჩაცმის სტილს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი პირველი ლედია. 48 წლის იუბილეზე „ვოგმა“ შეარჩია მელანია ტრამპის ყველაზე მდიდრული გამოსვლები, რომლის გამოც ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

1 . პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი კაბა მელანიას გარდერობიდან დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს ვიხილეთ. მელანიამ არჩევანი ამერიკელი დიზაინერის, რალფ ლორენის კაბაზე გააკეთა, რომლითაც ის ჟაკლინ კენედის შეადარეს. კაბა მას ამავე ფერის ფეხსაცმელთან და გრძელ ხელთათმანთან ჰქონდა შეხამებული.

2. ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია მელანიას გამოჩენამ საყვარელი ბნრენდის, „დოლჩე და გაბანას“ ყვავილოვან პალტოში, რომლითაც ამერიკის პირველი ლედი 2017 წლის ზაფხულში ვიხილეთ. პალტოს ღირებულება 51 ათასი დოლარია, რის გამოც ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

3. „დოლჩე და გაბანას“ გარდა მელანია „ჰერმესის“ დიდი თაყვანისმცემელია, უფრო სწორად კი ის „ბირკინის“ ჩანთების კოლექციონერი გახლავთ. მას აქვს ბრენდის 75 ათას დოლარად შეფასებული ჩანთა და ასევე, 13 461 დოლარის ღირებულების ყავისფერი ჩანთა.

4. 2017 წელს თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე მელანიამ კიდევ ერთხელ დაარღვია ეტიკეტი და Monique Lhuillier-ის ვერცხლისფერ კაბაში გამოჩნდა სტუმრების წინაშე. კაბის ღირებულება 8 ათასი დოლარია და სწორედ ამ გამჭვირვალე კაბის გამო ის ბევრჯერ გააკრიტიკეს.

5. ახალ 2018 წელს მელანია „ერდემის“ ვარდიფერ კაბაში შეხვდა, რომელიც ყვავილებით იყო გაფორმებული. კაბის ღირებულება 5 ათასი დოლარია და ამ ბრენდისთვის ეს საშუალო ფასად ითვლება. კრიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ ეს კაბა ზედმეტად ჭრელი იყო

6. საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია მელანია ტრამპის კუბოკრულმა პერანგმაც, რომელიც „ბალმანის“ მოდის სახლს ეკუთვნის. ამ ბლუზით ის თეთრი სახლის ეზოში, ყვავილების დარგვის დროს გამოჩნდა. უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ 1380 დოლარის ღირებულების პერანგით მელანია ყვავილებს რგავდა. ეს იმ ფონზე, როცა მიშელ ობამა მსგავსი აქციისთვის J.Crew-ის საშუალო კლასის ბრენდს ირჩევდა.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები