LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გონებამახვილური ებრაული აფორიზმები

3603

როგორც ყველა ერს, ებრაელებსაც საკუთარი ანდაზები აქვთ, თუმცა მათი გამონათქვამები ყოველთვის განსაკუთრებული გონებამახვილობით და იუმორით გამოირჩევა.

 

  • თუ პრობლემის ფულით გადაჭრა შეიძლება, მაშინ ეს არა პრობლემა, არამედ ხარჯია.
  • თუ სიყვარული მთავრდება, მაშინ ის არც დაწყებულა.
  • თუ ფული დაკარგეთ ან მოგპარეს, ბედს მადლობა გადაუხადეთ, რომ ცხოვრებამ ფულით  გაასწორა თქვენთან ანგარიში.
  • როცა ცხოვრებას ადამიანის გულის გატეხვა უნდა, ჭკუას და საღად აზროვნების უნარს აძლევს.
  • რაც უფრო მეტს ფიქრობ საკუთარ თავზე, მით უფრო ნაკლებად უყვარხარ სხვას.
  • რაც მუქთად გეძლევა, უკეთესია ფულით აიღო.
  • ცოდნა მემკვიდრეობით არასდროს გადაიცემა.
  • სიკეთე დიდხანს არ ეძლევა დავიწყებას, თუმცა ბოროტება უფრო დიდხანს ახსოვს ყველას.
  • ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი მისცა, რათა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი მოისმინოს.
  • ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ცუდად ხედავს, თუმცა ბევრად მეტს.
  • ჯერ არ დაბადებულა ცხენი, რომლითაც საკუთარ ახალგაზრდობას დაეწევი.
  • ბორკილები ყოველთვის ბორკილებია, თუნდაც ოქროსი იყოს.
  • არავისი არ შეგშურდეს, რადგან ყველას თავისი დარდი აქვს.
  • „გარეცხვა“ სხეულის შეიძლება, მაგრამ სულის არა.
  • არ ღირს არამზადასთვის ცოდნის გაზიარება, უკეთესია ჭკუა ასწავლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები