LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტი შემომწირველი „ქართულ ოცნებას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „გირჩს“ ჰყავს

91

ბოლო შვიდი თვის მონაცემებით ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ მიიღეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

შემოწირულობების ოდენობა ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ 1 278 770 ლარი, „ევროპული საქართველო“ 167 414 ლარი, ხოლო „გირჩი“ 56  116 ლარი.

როგორც ლომჯარიამ განაცხადა, პარტიების აქტიური შემოწირულებები ივლისის ბოლოს დაიწყო.

„მანამდე არსებითი შემოწირულობები არ ყოფილა. ჩვენ თითქმის ყველა შემოწირულობასთან მიმართებაში, რომელიც აჭარბებს რამდენიმე ათას ლარს, დავიწყებთ მათ გადამოწმებას, რათა დავადგინოთ, რამდენად ჰქონდა შემომწირველს შესაბამისი მატერიალური რესურსი და ფინანსური ბრუნვა იმისთვის, რომ დავადგინოთ შემოწირულობის წარმომავლობა,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე განმარტებით, შემოწირულობის ლიმიტი ფიზიკურ პირისთვის შეადგენს 60 ათას ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის 120 ათას ლარს. ჯერჯერობით ამ მიმართულებით გადაჭარბება არ ყოფილა.

დღესვე ნინო ლომჯარიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში დროებითი კომისიის შეიქმნებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. კომისია წინასაარჩევნო კამპანიის გამჭირვალობაზე მონიტორინგს განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები