LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სასიამოვნო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. გაიგეთ, ვინ ხართ თქვენ?

415

ყველა ქალს ინდივიდუალური ხასიათი და მომხიბვლელობა აქვს, რომლითაც ის მამაკაცებს იზიდავს. გაეცანით თქვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ უფრო მეტი საკუთარი თავზე.

ვერძი

ვერძის ნიშნით დაბადებული ქალი მორალურად ძლიერი, მიზანდასახული და კეკლუცია. მას ძლიერი ნებისყოფა აქვს და ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად.

კურო

კუროს სტილის უნიკალური გრძნობა აქვს და ყოველთვის ფანტასტიურად გამოიყურება. ის ლამაზი და დახვეწილია, გარშემომყოფებს სითბოს ჩუქნის და თავისი არსებობით ყველგან კომფორტულ გარემოს ქმნის.

ტყუპები

ტყუპებთან ყოველთვის საინტერესოა ურთიერთობა. მათ ერთნაირად კარგად გამოსდით იყვნენ მხიარულები და სერიოზულები, თვითონაც ბევრი ილაპარაკონ და სხვასაც მოუსმინონ. ტყუპების ნიშნით დაბადებულ ქალს ყველაზე კარგად გამოსდის საყვარელი მამაკაცების მხარდაჭერა და ყველაფერს აკეთებს, რათა მან სწრაფად მიაღწიოს დასახულ მიზანს.  

კირჩხიბი

გათხოვილი კირჩხიბი მორიდებული და საკუთარ თავში ჩაკეტილია. მას ძალიან უყვარს სახლის მყუდრო ატმოსფერო და მუდმივად ზრუნავს მის შექმნაზე. კირჩხიბი ყოველთვის იდეალური დედა, მეუღლე და დიასახლისია.

ლომი

ლომი საკმაოდ იმპულსურია. მას მხოლოდ ერთი მამაკაცი ჭირდება, რომელიც აუცილებლად ყველაზე ჭკვიანი, სიმპათიური და მდიდარი იქნება. სხვათაშორის, ლომი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა ბევრს აბსოლუტურად განსხავებული წარმოდგენა აქვს მასზე.

ქალწული

ქალწული საკმაოდ ჭკვიანი და პრაგმატულია, კარგად იცის საკუთარი თავის ფასი და თუ ნამდვილ სიყვარულს მიაგნო, აღარასოდეს გაუშვებს ხელიდან.

სასწორი

სასწორი ყოველთვის საინტერესო და უზრუნველი ცხოვრებისკენ ისწრაფვის. ამ ნიშნით დაბადებულ ქალს მამაკაცების მოხიბვლის განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ის ძალიან ბევრს მოსწონს, თუმცა თვითონ მხოლოდ საუკეთესოს ირჩევს.

მორიელი

მორიელი დამოუკიდებელი და ხშირად მკაცრია. მისი შინაგანი სამყარო კი, იმდენად რთულია, რომ მისი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მორიელი დიდხანს ეძებს თავის მეორე ნახევარს და არასდროს ღალატობს მას.  

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ძლიერი მხარე მისი დამოუკიდებლობაა. ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონი იშვიათად თხოვდება ადრე, რადგან მისთვის თავისუფლება და თვითგამოხატვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახური ცხოვრება.  

თხის რქა

თხის რქას სიმშვიდის შენარჩუნების უნიკალური თვისება აქვს, ამიტომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია, საკუთარი იღბლის წყალობით კი, ის ყოველთვის ადვილად აღწევს წარმატებას.

მერწყული

მერწყული ყოველთვის სამყაროს უკეთესისკენ შეცვლას ცდილობს,  ცვლილებებს კი, საკუთარი თავიდან იწყებს. მერწყულთან ძალიან ადვილია მეგობრობა და საინტერესოა ურთიერთობა.

თევზები

თევზების ნიშნით დაბადებული ნიჭიერი პიროვნებაა, რომელსაც ფურორის მოხდენა შეუძლია ხელოვნების სამყაროში. გარეგნულად ლამაზი თევზები ადვილად ამყარებენ კონტაქტს ყველასთან, თუმცა მათთან დაახლოება არც ისე მარტივია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები