LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზაზა ოქუაშვილს კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის… მას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი” – ირაკლი კობახიძე

30

“ზაზა ოქუაშვილს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს,” – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

არჩევანში საუბრისას ირაკლი კობახიძე ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს ბიზნესზე არავითარი ზეწოლა არ ხდება. მან პარალელი გაავლო იმ დროსთან, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო და აღნიშნა, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო სისტემური ეს პრობლემა, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ “ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია მოახდინა”.

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ ზეწოლაზე, საუბარია პოლიტიკურ ზეწოლაზე. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი ახორციელებს მეორეზე ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა სწორედ ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი. ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს. გამორიცხულია საუბარია რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს ბიზნესის რეკეტი, ქურდის  ინსიტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. დღეს არის სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული. საქართველოში არის უამრავი ბიზნესმენი და აქ რომ იყოს რაიმე პრობლემა, სისტემური კუთხით, ამაზე ეცოდინებოდა მთელსსაქართველოს. არავითარი პრეცედენტები არ არსებეობს, ამის გარდა, ერთი შემთხვევისა, ეს არის ოქუაშვილის შემთხვევა, რომელსაც აქვს თავისი  სუბიექტური ინტერესი, ძალიან გამოკვეთილი ინტერესი – მას აქვს 50 მილიონი დავალიანება ხალხის წინაშე. ეს არის ჩვენი ფული, ეს არის მოსახლეობის ფული,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები