LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც 2017 წლის ბოლომდე დიდ სიყვარულს იპოვნის

123

2017 წლის დასრულებამდე რამდენიმე თვე რჩება და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ზოდიაქოს ნიშნის რამდენიმე წარმომადგენელს თავბრუდამხვევი რომანები გადახვდეს თავს. სიყვარულით პრივილიგებული ოთხი ზოდიაქოს ნიშანი ასე გამოიყურება.

კირჩხიბი – სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე წლის ბოლოს თქვენ ნამდვილ სიყვარულს იპოვით. საბოლოოდ, თქვენი ერთგულებაც დაფასდება და კოსმოსები ზუსტად იმ ადამიანს მოგივლენენ, რომელზეც ოცნებობთ, თუმცა, ამისთვის თქვენი მონდომებაც საჭიროა, არ ჩაიკეტოთ სახლებში და ცხოვრების აქტიურ რიტმს ფეხი აუწყვეთ.

მერწყული – დადგა დრო თქვენს დიდ სიყვარულს შეხვდეთ და ბედნიერებით დატკბეთ. მოემზადეთ, თქვენ სწორედ იმ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდებით, რომლის გვერდითაც მთელ ცხოვრებას გაატარებთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს და გააკეთეთ ის , რაც გინდათ.

მშვილდოსანი – წინა წლის იმედგაცრუებების შემდეგ, საუცხოო და პოზიტიური მოვლენებთან შეხვედრის დროა. მხიარული და გართობის მოყვარული მშვილდოსანი წლის ბოლოს არა მარტო საყვარელ ადამიანს,  არამედ მოკავშირეს და პარტნიორს იპოვნის.

სასწორი– თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი თქვენი სურვილების ასრულებისაა. ყველა კოზირი ხელში გიჭირავთ. ფორტუნა არც სასიყვარულო ურთიერთობებში გიმტყუვნებთ, ვარსკვლავებს თქვენთვის გულუხი საჩუქარი აქვთ,  იღბლიანი სასწორი წლის ბოლოს ჭეშმარიტ მეორე ნახევარს იპოვის.

პოპულალურები