LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ნიშნები: რას უნდა დავემშვიდობოთ 2017 წელს

65

იმისთვის, რომ დამდეგი 2018 – ყვითელი ძაღლის წელი ბედნიერი და იღბლიანი იყოს, ზოდიაქოს ნიშნებმა აუცილებლად წარსულში უნდა დატოვონ ნეგატივი, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ახალი ეტაპის დაწყება, რომელიც კეთილდღეობის მომტანი იქნება.

ვერძი – მოეშვით თვითგვემას. იმედგაცრუების გრძნობა არ გაძლევთ განვითარების და დასახული მიზნების განხორციელების საშუალებას. დაუტოვეთ ძველ წელიწადს სიზარმაცე და უხასიათობა, ახალ წელს კი, ამბიციებით შეხვდით. აუცილებელია ისწავლოთ თავის დაფასება და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, სხვა შემთხვევაში მთელ წელს ეჭვებში გაატარებთ და ისევ უკმაყოფილო იქნებით საკუთარი თავით.

კურო – მართალია, ძალიან გიყვართ ახლობლებზე ზრუნვა, მაგრამ დროა საკუთარ თავზეც იფიქროთ! საახალწლო საჩუქრების შეძენისას პირველი პირველ რიგში საკუთარ თავს გაუკეთეთ საჩუქარი და მხოლოდ მერე იფიქრეთ სხვებზე. მოერიდეთ ზედმეტ განცდებს, არაა საჭირო ყოველთვის თქვენ იზრუნოთ სხვების პრობლემების მოგვარებაზე.

ტყუპები – უშუალობა, კომუნიკაბელურობა და ემოციების გულწრფელად გამოხატვა ყოველთვის სასარგებლოა, თუმცა, ახალ წელიწადს მცირე პაუზის გაკეთება მოგიწევთ, რადგან მართალია, თქვენთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ზოგჯერ თქვენც გჭირდებათ დასვენება ძალისა და ენერგიის აღსადგენად. ნუ დაკარგავთ დროს წყვრილმანებზე, ნაკლებად საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაზე და 2018 წელს ბევრად მეტის მიღწევას შეძლევთ.

კირჩხიბი – სენტიმენტალურობა და მუდმივად წარსულზე ფიქრი არ გაძლევთ წინსვლის საშუალებას. გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში, შეხვდით ახალ წელს კარგად გააზრებული გეგმებით და აუცილებლად მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.

ლომი – დატოვეთ წარსულში სიამაყე, რადგან სხვა შემთხვევაში აუცილებლად სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. რა თქმა უნდა, ძალიან გინდათ მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა, დაფიქრდით, გაქვთ თუ არა გადამეტებული ამბიციების რეალური მიზეზი?! დაეხმარეთ სხვებს და სწორედ ასე დაამტკიცეთ საკუთარი “ყოვლისშემძლეობა”!

ქალწული – თქვენთვის ყველა საქმის იდეალურად შესრულებაა აუცილებელი, თუმცა დაფიქრდით, ღირს თუ არა ამგვარი თავგანწირვა? გახსოვდეთ, რომ სამყაროში სრულყოფილი არაფერია, ასე რომ ცოტა დაამუხრუჭეთ, რათა ზედმეტი პერფექციონიზმი 2018 წელს ნეგატიური შედეგებითა და სტრესით არ დაგიბრუნდეთ. მეტი დაისვენეთ და დატკბით ცხოვრების ყოველი წუთით!

სასწორი – 2018 წელს მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, მართალია, ყოველთვის ხალისით და ენთუზიაზმით ეხმარებით ახლობლებს კომფორტის შექმნაში, მაგრამ დროა იზრუნოთ საკუთარი პრინციპების და ზოგადად ცხოვრების შეცვლაზე.

მორიელი – მართალია, ძალიან მოგწონთ იდუმალი და ამოუცნობი ადამიანის როლის თამაში, მაგრამ სინამდვილეში არავის ენდობით და გეშინიათ გარშემომყოფებთან ახლო ურთიერთობა. დაუტოვეთ 2017 წელს ზედმეტი ეჭვები, გულწრფელად გამოხატეთ ემოციები და მიეცით ადამიანებს თქვენთან მეგობრობის უფლება.

 მშვილდოსანი – არ ღირს სცადოთ 2017 წელს დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ადამიანებთან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა. ახალ წელს ობიექტურად შეხედეთ საკუთარ თავს და მოქმედებას, იქნებ ყველა პრობლემის მიზეზი თქვენი სულსწრაფობა და პრობლემებისგან მუდმივად გაქცევის სურვილია.

თხის რქა – ყოველთვის შეგიძლიათ სხვებთან ერთად საკუთარი თავიც დაარწმუნოთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. ბევრად სასარგებლო იქნება, თუ სიამაყეს წარსულში დატოვებთ და აღარ იტყვით უარს ახლობლების დახმარებაზე. ნუ შეგეშინდებათ გამოცდილი ადამიანებისთვის რჩევით მიმართვა და ბევრად მარტივად მოაგვარებთ პრობლემებს.

მერწყული – მართალია, ადამიანებში მხოლოდ პოზიტიურის დანახვას ცდილობთ, მაგრამ ხშირად ცდებით და ტყუვდებით. ისწავლეთ უარის თქმა და დაანებეთ თავი ადამიანების გაიდეალებას. ობიექტურად შეაფასეთ მიმდინარე მოვლენები და ბევრად სწრაფად მიაღწევთ სასურველ მიზანს.

თევზები – დატოვეთ წარსულში კომპლექსები და ეჭვები, უარი თქვით იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომელთაც მხოლოდ ნეგატიური ემოციები მოაქვთ, ისწავლეთ კონსტრუქციული კრიტიკის და აშკარა დამცირების ერთმანეთისგან გარჩევა და ვერავინ შეძლებს ისარგებლოს თქვენი გულკეთილობით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები