LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში 3 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

75

ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, სამივე ბავშვს აღენიშნება ალერგიული რეაქცია, ხველება, ჰიპერსალივაცია და ბრონქორეა. ბავშვების თქმით, ისინი სკოლის სტადიონზე თამაშობდნენ, გარშემო კი, ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ხდებოდა.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი საავადმყოფოში რჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები