ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არა პრეზიდენტი, არამედ ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია.
მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც კი.
„პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი და მასაც თავისი როლი აქვს. მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად და უფრო ცუდად, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგებლებიც კი ლაპარაკობდნენ. ახლა მათ კონსტრუქციულის როლი მოირგეს, ერთ თვეში კვლევა აქვთ ჩასატარებელი. სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე „ნაცები“ არიან. „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა. დაახლოებით იმ როლშია, რა როლიც დაავალეს „ლელოს“ და გახარიას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.