რუსეთში არსებული ოპოზიციური მედიასაშუალების, Дождь-ის მთავარი რედაქტორი ტიხონ დზიადკო და გამოცემის თანამშრომლები რუსეთს ტოვებენ.
ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ ტელეგრამ-არხებში ავრცელებს და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მათ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.
ისინი ამბობენ, რომ ქვეყანას დროებით დატოვებენ.
შეგახსენებთ, გუშინ კრემლმა ოპოზიციური მედიასაშუალებები, Дождь და Эхо Москвы დაბლოკა. რუსეთის ტერიტორიაზე არც მათი ვებგვერდები მუშაობს და ისინი რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით დაიბლოკა.