LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – 2024 წელს ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი და ამ მიზნების მისაღწევად კოორდინირებულად, მაღალ დონეზე ვიმუშავებთ

140
ლეო

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება ოფიციალურად დაეკისრა.

„ინტენსიური წელი გველოდება, ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. ინტენსიური განხილვები გვქონდა პარლამენტში, სადაც მიმდინარე წელს შესასრულებელი გეგმებისა და ამოცანების შესახებ ვსაუბრობდით, დეპუტატებს გავაცანით სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც 2024 წლის პრიორიტეტებს უკავშირდება და შესაბამისად, ამ მიზნების მისაღწევად მაღალ დონეზე, კოორდინირებული მუშაობაა საჭირო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g