არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ბრიგადის შესახებ, რომლემაც პაციენტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია:
„გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ მოხდა პაციენტის მონიტორზე აყვანა და დაწყებულ იქნა პროტოკლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ტუმბო, რომლის მეშვეობით აღდგა რითმი, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
პაციენტი სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.
გვეამაყება: პარამედიკოსი ირაკლი ხეჩიკაშვილი; უმცროსი ექიმი სალომე ჩიკვაიძე; მძღოლი სიმონ მამაიაშვილი“, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.