LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღვნიშნოთ სიყვარული დღე? (ნაწილი მე-2)

შოკოლადი და ვარდები ვალენტინობის დღის საუკეთესო საჩუქარია უდავოდ, თუმცა რას იტყოდით ემოციების ჩუქებაზე? ოცნების პაემნის დაგეგმვაში კი ეს რამდენიმე იდეა დაგეხმარებათ. მათი რეალიზება თქვენს მეორე ნახევარს კიდევ ერთხელ აგრძნობინებს, თუ რამდენად განსაკუთრებულია ის თქვენთვის.

მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ტიპის ადამიანი ხართ, რისი კეთება გიყვართ და რა განიჭებთ ბედნიერებას, ეს სია ნებისმიერი ასაკის, სოციალური ფენისა და ინტერესების ადამიანს აპოვნინებს ინსპირაციას.

  1. ვახშამი მეგობრებთან
    შესაძლოა ეს აზრი ცოტა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მაგარი იდეაა იმ წყვილებისთვის ვინც არც თუ ისე დიდი ხანია რაც ერთადაა და იმ წყვილებისთვის ვინ უკვე საუკუნეა ერთად ცხოვრობს. ამიტომ, მოაწყვეთ ორმაგი პაემანი და მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეთ.
  2. ველოსიპედით გასეირნება
    თუკი იმდენად იღბლიანი ხართ, რომ ცხოვრობთ ადგილას სადაც თებერვალშიც მშვენიერი ამინდებია, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და ველოსიპედით გაისეირნეთ. ეს იდეა განსაკუთრებით იმ წყვილებს გამოადგებათ, ვინც შეხვედრები ცოტა ხნის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ ერთმანეთის გაცნობის სტადიაშია.
  3. ითამაშე
    როდის ითამაშეთ თქვენ ორმა ბოლოს მარტოებმა? გადახადეთ ზრდასრულთათვის შექმნილ თამაშებს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი და დრო რომანტიკულად და ძალიან მხიარულად გაატარეთ.
  4. მოხალისეობა ერთად
    დღის ერთად გატარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მოხალისეობა და იმ საქმის კეთებაა, რომელიც ორივე თქვენგანს სიამოვნებას ანიჭებს. გააკეთეთ რაღაც კარგი სხვებისთვის და ამავდროულად თქვენთვისაც, მოხალისეობა ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კავშირს გაგრძნობინებთ.
  5. იყავი ტურისტი შენს ქალაქში
    არის თქვენს ქალაქში ადგილი, რომლის ნახვაც ყოველთვის გინდოდათ? ანდაც მუზეუმი, რომელიც აქამდე არ მოგინახულებიათ? გახდით ტურისტები თქვენსავე ქალაქში და მოინახულეთ ის ლოკაციები, რომელთა სანახავადაც აქამდე დრო ვერ გამონახეთ, ანდაც უკვე ნანახი გაქვთ მაგრამ ძალიან მოგწონთ და კიდევ ერთხელ სიამოვნებით გაისეირნებდით.
  6. საუზმე საწოლში
    გამოიძახეთ უგემრიელესი საუზმე დილით, რომელსაც საწოლშივე მიირთმევთ. ეს იქნება ძალიან კარგი გზა ყოველდღიური რუტინის გასახალისებლად.
  7. გაისეირნე ავტომობილით
    არ გაქვთ დანიშნულება? არ არის პრობლემა. ვალენტინობის დღის მხიარულად გასატარებლად მხოლოდ მოგზაურობის სურვილი და საწვავით სავსე ავზია საჭირო. თქვენც და თქვენი პარტნიორიც კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდეთ და ახალი სივრცეები დალაშქროთ. არ იფიქროთ ბევრი, უბრალოდ კომფორტულად მოკალათდით და გზას დაადექით.