რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს აღკვეთი ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდა.
საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება იყო.
ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.