ცნობილი ქართველი მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ეკლესიიდან მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ტაშით გამოასვენეს.
მსახიობს საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა და მას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები.
ბიძინა ივანიშვილი სოსო ჯაჭვლიანის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა
ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
ფოტო: IPN