LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​„იმუნიტეტს აძლიერებს წყლის სწორად დალევა, სწორი კვება და სწორი ძილი“ – პედიატრი რუსუდან ჯაში

264
rusudanjashi2025

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იმუნიტეტის გაძლიერების ყველაზე ეფექტიანი მეთოდების შესახებ ისაუბრა.

იმუნიტეტს ძირითადად აძლიერებს: ​წყლის სწორად დალევა, სწორი კვება და სწორი ძილი. ასევე, მნიშვნელოვანია ფეხით სიარული სუფთა ჰაერზე, ხოლო მათ ვისაც უძილობა აწუხებს, ძილის წინ გასეირნება. არ არის საჭირო, რომ აუცილებლად ვირბინოთ, ფიტნეს კლუბებში ვიაროთ. ფეხით სიარული ჰაერზე საკმარისია.

მე მაინც უფრო კვებაზე და ვიტამინებზე შევჩერდები. ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო ამერიკის ბაზარზე არ უშვებს არცერთ მედიკამენტს და საკვებს, რომელიც უვარგისია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამავე სააგენტოს რეკომენდაციით, ვიტამინების 80 % არ უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, როდესაც ეს არის ვიტამინების კომპლექსი. წინასწარ არ ვიცით ვიტამინების კომპლექსში ჩამოთვლილი უამრავი ვიტამინიდან რომელი გვჭირდება.

A ვიტამინის ზედმეტი რაოდენობა სასუნთქი გზებისა და ფილტვის კიბოსთან პირდაპირ კავშირშია. ​ვიტამინი არ არის ისეთი მარტივად მისაღები საშუალება, როგორც ერთმანეთს ვუნიშნავთ ხოლმე. ეს არის ისეთივე სერიოზული წამალი, რომელიც თუ გვჭირდება, სწორი დოზით, ინდივიდუალურად უნდა იყოს შერჩეული.

D ვიტამინზეც არის ლაპარაკი მუდმივად, რომ ყველამ უნდა მიიღოს. აუცილებლად უნდა განისაზღვროს და ინდივიდუალურად შეირჩეს. საქართველოში არის მზე. თუ სწორად იკვებები, სწორად წყალს სვამ, დადიხარ მზეზე, წესით არ უნდა იყოს დეფიციტი”,- ამბობს რუსუდან ჯაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g