თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე გზა ჩავარდა.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო ინგოროყვას ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო.
„ჩვენი ინფორმაციით, გაიარა სატვირთო მანქანამ, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. მინდინარეობს მიზეზების შესწავლა“- განუცხადეს „ფორტუნას“ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში.
ჩავარდნილი გზიდან სატვირთო ავტომობილის სპეცტექნიკით ამოყვანა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.
მთავარი ფოტო: „მთავარი არხი“