LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვები, ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის, ხდება ფილტვების გაწმენდა – ყარამან ფაღავა

1285
karamanfagavanew723

საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში კურორტზე დასვენების უპირატესობაზე ისაუბრა.

სამედიცინო თვალსაზრისით, მთას შესაძლებელია მეტი უპირატესობა ჰქონდეს, ვიდრე ზღვას. დადგენილია და ცნობილია, რომ მთიანეთში მცხოვრები ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დაბლობში მცხოვრები. მთის ჰაერი გამაჯანსაღებელია. ჩვენ კი ვლაპარაკობთ, რომ ჟანგბადი სიცოცხლის სათავეა, მაგრამ ზედმეტი ჟანგბადიც არ ვარგა. ჟანგბადის კონცენტრაცია როდესაც ცოტა დაბალია, ეს უკეთესიც არის. საშუალო მაღალმთიანეთში, 1000 მეტრიდან 1500 მეტრამდე, ჩვენ გვაქვს ჟანგბადის გარკვეული ნაკლოვანება, რაც უკეთესად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

პირველ რიგში, ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის და ერითროციტები უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა და ჰემოგლობინი მატულობს. მეორე ამბავია, რომ მადა უმჯობესდება. ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაც უმჯობესდება. ყველა ასაკში გვინდა დაწყნარება. ​მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვები. საერთოდ ძალიან კარგია შორს რომ გავიხედოთ. ეს კარგია ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, თვალებისთვის, ცენტრალური ნერვული სისტემისთვის.

„​მთაში როდესაც აგვყავს ბავშვი, ხდება ფილტვების სანაცია, გაჯანსაღება. ანატომიას რომ ვსწავლობდი გვიჩვენეს ქალაქის მაცხოვრებლის ფილტვი, გაშავებულია სულ. ფილტვის სრული გაწმენდა ვერ მოხდება მთაში, მაგრამ მაინც გარკვეულ გაწმენდას აქვს ადგილი“, – განაცხადა ყარამან ფაღავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g