LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

№39 ავტობუსს ერთი დაამატეს, მაგრამ ზომაში დააპატარავეს

415
1 (2)

თბილისის მერიამ ვარკეთილი-ბარათაშვილის ხაზზე, №39 მარშრუტზე მოძრავი ლურჯი ავტობუსი ახალი მწვანე ავტობუსით ჩაანაცვლა. 12-მეტრიანი ლურჯი ავტობუსისგან განსხვავებით ახალი ტრანსპორტი 10-მეტრიანია.

აღნიშნული მარშრუტი ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა. შესაბამისად, მგზავრთა ნაწილი ხშირად ავტობუსში ასვლასაც ვერ ახერხებს და გაჩერებაზე დარჩენა უწევთ. შეძლებს თუ არა პატარა ზომის ავტობუსი მგზავრთა ნაკადის გადაყვანას, როცა გადაადგილება 12-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაშიც რთულია.

რომელ ნომრებზე იმოძრავებს ახალი, მწვანე ავტობუსები? [ფოტოები]

12 ძველი „ბოგდანი“, პირველად, წყნეთი - სადგურის მოედნის N34 მარშრუტზე ჩანაცვლდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გადატვირთულობის თავიდან არიდების მიზნით ვარკეთილი-ბარათაშვილის მიმართულებით მოძრავ №39 ავტობუსის რაოდენობა გაზარდეს და ერთი ერთეული დაემატა.

„12-მეტრიანი ავტობუსების 10-მეტრიანებით ჩანაცვლება მოხდა, თუმცა 12 მეტრიანის შემთხვევაში, თუ 9 ერთეული ავტობუსი დადიოდა და ინტერვალი 10 წუთი იყო, ახლა 10-მეტრიანი ავტობუსების რაოდენობა გავზარდეთ, რომელსაც ერთი ერთეული დაემატა. ხალხს უკვე 10 ერთეული ემსახურება. ინტერვალიც 2 წუთით შევამცირეთ და ამჟამად ავტობუსებს შორის 8-წუთიანი დროის შუალედია”, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

ხალხი სწორედ 39 ნომერ ავტობუსს ელოდება ვარკეთილში… გაჩერებაზე უბრალოდ ვერ ეტევიან…

 

დედაქალაქის მერია, სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგების მიზნით წლის ბოლომდე ძველ ავტობუსებს ახლით ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.

ახალი წლიდან დედაქალაქში ახალი 12-მეტრიანი ავტობუსები ივლიან

ავტობუსებს საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები