LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

???? სამართალდარღვევა – ავტობუსის ზოლში კერძო ავტომობილებით გადაადგილებისა და უკანონო პარკირების სტატისტიკა სექტემბერში

51
ავტობუსი

???? წლის ?-ლი სექტემბრიდან ?? სექტემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში კერძო ავტომობილებით გადაადგილებასა და უკანონო პარკირებასთან დაკავშირებით, ???? სამართალდარღვევა გამოვლინდა – ინფორმაციას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

“გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობები – გზის თანამედროვე დაგეგმარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. საბჭოთა კავშირის დროს დადგენილი თბილისის სატრანსპორტო სქემის შემდეგ დედაქალაქში პირველად საკონსულტაციო კომპანია „სისტრასთან“ ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი ქსელი შემუშავდა.

სქემის მიხედვით, განისაზღვრა ?? ძირითადი საგზაო დერეფანი, რომელიც დედაქალაქში ძირითადი მგზავრთნაკადის გადაადგილების მიმართულებებს უზრუნველყოფს.

ასევე, შემუშავდა ინტეგრირებული გადახდის სქემა საშეღავათო ?? წუთიანი პერიოდით, სადაც გაერთიანებულია: ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო და საბაგირო.

აღნიშნული ?? საგზაო დერეფნის მოსაწესრიგებლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლის ე. წ „ავტობუსის ზოლი“ დახაზვითი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„ავტობუსის ზოლი“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გადატვირთული საგზაო მოძრაობის დროს მგზავრთნაკადის გამტარუნარიონობის გასაუმჯობესებლად აპრობირებული მეთოდია”, – აღნიშნულია ინფორმაციას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g