მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც ღვინო ყველაზე ძვირი/იაფი ღირს.
კვლევა მსოფლიოს 320 ქალაქის მარკეტებში არსებულ ფასებს ეყრდნობა.
კვლევის თანახმად, 1 ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი (27.79 დოლარი) ჩინეთის ქალაქი გუანჯოუშია, ხოლო ყველაზე იაფი (3.79 დოლარი) – უნგრეთის ქალაქ დებრეცენში.
რეიტინგში საქართველოს ორი ქალაქიც მოხვდა. თბილისი 213-ე, ხოლო ბათუმი 287-ე ადგილზეა. მონაცემების თანახმად, საქართველოს დედაქალაქში ღვინის საშუალო ფასი 6.99 დოლარია, ბათუმში კი – 5.59 დოლარი.