LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელ ივნისს მთაწმინდის პარკი ბავშვებს სიურპრიზებს ჰპირდება

553
პირველი ივნისი

1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მთაწმინდის პარკში წელს განსაკუთრებულად მასშტაბურად აღინიშნება.

 ამჯერად გასართობი ღონისძიებები პარკის ოთხ ლოკაციაზე გაიმართება:

  • ცენტრალურ მოედანზე,
  • საბაგიროზე ზედა სადგურის ტერიტორიაზე, 
  • საბავშვო ზონასა და ამფითეატრში. 

ჩატარდება საბავშვო კონცერტები, ანიმატორების წარმოდგენები, შეჯიბრებები და საჩუქრების გათამაშებები და მრავალი სხვა. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საბავშვო კომპანიები თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის საყვარელი პროდუქციით. 

 ღონისძიება გაიმართება 11:00-დან 21:00 საათამდე.

 შეგახსენებთ, რომ წელს განსაკუთრებულად კომფორტული იქნება ჩვენამდე მოსვლა, რადგან რუსთაველიდან 52- დან მთაწმინდის  პარკამდე ახალი საბაგიროთი სულ რაღაც 4 წუთში ამოხვალთ.

სპეციალურად ბავშვთა დაცვის დღისთვის საბაგირო 10:00-დან 23:30 საათამდე იმუშავებს.

ამავე საათებში იმუშავებს ფუნიკულიორიც.

აღსანიშნავია, რომ საბაგიროს ზედა სადგურთან ახალი, საოცარი კვების სივრცე ფუდკორტი დაგხვდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g