LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

124
ტახი

1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. საუბარია 700-ზე მეტ დაჯარიმებულ მძღოლზე. როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეომ მამუკა მდინარაძემ განმარტა, გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და მძღოლები შეცდომაში შეიყვანეს.

“იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს მძღოლები 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით, მძღოლების ნაწილს ეგონათ, რომ 1-ელ ოქტომბერს ისინი არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ საშეღავათო პერიოდი 1-ელ ოქტომბრამდე იყო. ისინი გამოვიდნენ ქალაქში და პატრულისგან 200 ლარიანი ჯარიმებით დაჯარიმდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ფინანსური წნეხის, ჯარიმის მოსახსნელად, ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობასთან ერთობლივი შეთანხმებით, ერთჯერადი საკანონმდებლო აქტი ინიცირება მოვახდინეთ, რომლის მიხედვითაც, ტაქსის იმ მღოლებს მოეხსნებათ ჯარიმები, რომლებიც 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ”,-განაცხადა მდინარაძემ.”-აცხადებს მდინარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები