LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი აპრილიდან მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები განაახლებენ – ცენტრების სტატისტიკა – Bia.ge

44
5fad614642944

1-ელი აპრილიდან შეზღუდვების მორიგი ნაწილი იხსნება. ხვალიდან მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები განაახლებენ.

“ბიზნესკურიერი” დაინტერესდა რამდენად აქტიურია გასართობი ცენტრების მიმართულებით არსებული კომპანიები, ასევე როგორია მათი განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში.

გასართობი ცენტრების სტატისტიკათან დაკავშირებით “ფორტუნას” ეთერში კომპანია “ბიას” წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, “ბიას” ბაზაში, ჯამში აღნიშნული სფეროებში არსებული იურიდიული პირების რაოდენობა შეადენს 210 კომპანიას, საიდანაც დღეის მდგომარეობით მოქმედი არის კომპაანიათა 59%. ხოლო ჩამონათვალ სფეროებში კომპანიათა გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება:

ბავშვთა გასართობი ცენტრები 37%
გასართობი/კულტურული ცენტრები 9%
დასასვენებელი და გასართობი პარკები 7%
სპორტულ-გასართობი ცენტრები 7%
სხვა სანახაობრივ გასართობი საქმიანობა 40%

„ბია“-ს ონლაინ პლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას გამოვყოთ ტოპ სამი რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი აქტიური ორგანიზაცია ფიქსირდება გასართობი ცენტრების საქმიანობის მიმართულებით ესენია:

თბილისი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
იმერეთი;

დანარჩენ რეგიონებში გართობის დარგი ნაკლებად აქტიურია (ფაქტიურად უფუნქციოა), განსაკუთრებით: გურია, რაჭა-ლეჩხუმი, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

რაც შეეხება, მოცემულ სფეროებში რეგისტრირებული კომპანიების სტატისტიკურ მაჩვენებლებს ფინანსური მიმართულებით, რომელიც წლიური ბრუნვის დიაპაზონით განისაზღვრება. დარგში:

მსხვილი ზომის კომპანია არის 4.5%
საშუალო ზომის კომპანია არის 10.5%
მცირე ზომის კომპანია არის 85%

ანა ამაშუკელმა ასევე განაცხადა, რომ გასართობი ცენტრების დარგი, საკმაოდ სპეციფიური მიმართულებაა იმპორტ-ექსპორტის კუთხით, ანუ საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროებს ისეთ მომსახურებებს, რომლებიც ნაკლებად აქტიურია იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლებით. ბია-ზე არსებული სტატისტიკური მონაცემები ამას მოწმობს:
კომპანიების 5% ახორცილებს იმპორტს-ძირითადად ხორცილდება სახარჯი მასალის და ინვენტარის იმპორტი თურქეთიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან.

რაც შეეხება ექსპორტს აღნიშნულ დარგში აქტიური კომპანია, რომელიც ახორციელებს ექსპორტს არ ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g