LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია

167
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

მიმდინარე წლის ზაფხულის ორ თვეში, კერძოდ, 1-ელი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო, 12 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი – მდინარეში, 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი – ტბაში, 1 არასრულწლოვანი კი აუზში დაიხრჩო.

რაც შეეხება ზღვაში, მდინარეში, ტბაში, აუზზე გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკას – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 67 ადამიანი გადაარჩინეს.

 

 

 

წყარო: ipn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g