LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი მარტიდან ლიზინგის და ფაქტორინგის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

thumb

ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ მუშაობა ლიზინგისა და ფაქტორინგის კანონმდებლობაზე, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება და მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ფინანსური ინსტრუმენტებით უფრო აქტიურად ისარგებლონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ინტერნეტმომხმარებლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა საკითხს, თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები ჭარბვალიანობასთან ბრძოლის მიმართულებით.

ბახტაძის ინფორმაციით, ლიზინგის და ფაქტორინგის მიმართულებით ახალი რეგულაციები ძალაში მომავალი წლის 1-ელი მარტიდან შევა.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ უნდა მოვაგვაროთ ჭარბვალიანობის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ. რა თქმა უნდა, სოლიდარობის აქტი იყო ყველაზე პრინციპული და აღსრულების თვალსაზრისით ყველაზე რთული ნაბიჯი. დანარჩენი შეეხება ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ მოქალაქეების ასეთი რაოდენობა ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ლიზინგის და ფაქტორინგის განვითარების ნაწილში. მცირე მეწარმეები, რომლებიც იყვნენ ე.წ შავ სიაში, ვერ სარგებლობდნენ ამ სერვისით“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g