2024 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა.
რის მიხედვით არის შემუშავებული თავდაცვის სამინისტროს კოდექსი?
თავდაცვის კოდექსის რეფორმები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნების გათვალისწინებით. თავდაცვის კოდექსი არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს და შემოაქვს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები.
თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსი 2023 წლის 13 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსი ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
რა საკითხებზეა აქცენტი გაკეთებული კოდექსში?
კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.
თავდაცვის კოდექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ სიახლეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ახალი მიდგომების ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სიახლესთან ერთად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის სოციალური დაცვის გაუმჯობესებას და სამსახურის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
კოდექსში გათვალისწინებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისა და პროფესიული სამხედრო მოსამსახურის სოციალური გარანტიების გათანაბრებაც.
თავდაცვის კოდექსით იცვლება:
- სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა;
- ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები;
- იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.
- 2025 წლის 1 იანვრიდან ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში;
- 2024 წლის 1 იანვრიდან ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატოს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო;
- 2025 წლის 1 იანვრიდან ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს;
- 2025 წლის 1 იანვრიდან არსებული 12-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება.
რა სიახლეა სტუდენტებისთვის?
- სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ;
- ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება;
- ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
- აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.
თავდაცვის კოდექსით ასევე შეიცვალა სამხედრო სამსახურის გადავადების პირობებიც:
- აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით;
- გაუმჯობესდა სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით;
- თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა;
- გაიზარდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა – 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის), განისაზღვრა 5 000 ლარით (ერთი წლით გადავადებისათვის);
კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით:
- თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა;
- სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით.
კანონპროექტი ალტერნატიულ შრომით სამსახურსაც ითვალისწინებს
- იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება. 2025 წლის 1 იანვრიდან ალტერნატიული სამსახურის გავლის ვადად 11 თვეა განსაზღვრული და გულისხმობს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა მაგალითად, სამხედრო ჰოსპიტალში მედპერსონალის დახმარება. ამ სამსახურისთვის მოქალაქეები შესაბამის ხელფასსაც მიიღებენ.
- 2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა.