1 ივნისს მთაწმინდის პარკში, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნება.
ორგანიზატორების თქმით, სადღესასწაულო განწყობით სავსე და საზეიმო დღე გრანდიოზული ღონისძიებებით ჩაივლის.
11:00-დან 21:00 საათამდე გელით გრანდიოზული ამბები:
- ჟირაფი ჟოზეს გასართობი პროგრამა
- სახალისო თამაშები
- დრამშოუ
- კონცერტები
- ღონისძიებები ამფითეატრში
- გათამაშებები
- ზღაპრის გმირები
- ჯამბაზები
- ანიმატორები
- სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები და გასართობი პროგრამები
დასწრება თავისუფალია.