თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ამ დრომდე, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 46,1 თეთრი იყო, 1-ლი ივნისიდან კი ფასი 7,8 თეთრით, 54 თეთრამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ გაზზე 8 ლარით გაიზარდა ფასი.
როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.
ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.