ქაღალდის პირადობის მოწმობის პლასტიკურით ჩანაცვლებას საქართველოს მოქალაქეები 1 მარტის ჩათვლით შეძლებენ.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებსაც ახლა ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველი პირადობის მოწმობა აქვთ და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია.
2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 მილიონზე მეტი ადამიანი ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას, დღეისთვის კი საქართველოში 750 ათასამდე ლამინირებული პირადობის მოწმობაა.
შეგახსნებთ, ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 1 თებერვალს გააკეთა.
https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia/videos/597720897315603/