29 წლის მსახიობი, ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც გასულ თვეს გათხოვდა, თავის პენტჰაუსს ყიდის. New York Post-ის ცნობით, აპარტამენტის ღირებულება 14 250 000 დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობი ზარალშია, მან აღნიშნული ბინა 2016 წელს 15,6 მილიონ დოლარად შეიძინა.
ახლა კი სახლის შესახებ: ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნაწილშია განთავსებული და მისი ფანჯრებიდან საოცარი ნიუ-იორკული ხედი იშლება.
პენტჰაუსი 2 სართულისგან შედგება, სახლში საოცარი სივრცეა და ის სტუმრების მისაღებად იდეალურია. მსახიობის აწ უკვე ყოფილ აპარტამენტში სატრენაჟორო დარბაზი, ბასეინი, საუნა, პინკ-პონკის მაგიდა, საოცრად დიდი სამზარეულო, სასადილო ოთახი და ნათელი საძინებლებია განთავსებული.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ სახლი ნამდვილად სრულყოფილია, თუმცა როგორც ჩანს, ჯენიფერ ლოურენსი წინ მიიწევს.
ის სულ ახლახანს დაქორწინდა სამხატვრო გალერეის დირექტორ კუკ მარონიზე და ჩვენც, ალბათ სულ მალე შევიტყობთ, თუ რაზე გაცვალა მსახიობმა აღნიშნული სახლი.










