ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა სრულიად ინტერნეტი ააფეთქეს, როცა ჯერ საიდუმლოდ იქორწინეს, შემდეგ კი გრანდიოზული ცერემონიაც გამართეს. მაშინ როცა ერთნი იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, თუ როგორ გადავიდა ჯეილო ქმრის გვარზე, სხვები სელებრითის საოცარმა ფორმამ მოხიბლა. ლოპესს ქორწილში თავისი ერთ-ერთი ფილმიდან ეცვა კაბა და ამდენი წლის შემდეგ მაინც თვალისმომჭრელად მოირგო.
წელს ვარსკვლავს 53 წელი შეუსრულდა და წლების მატებასთან ერთად ის თითქოს სულ უფრო და უფრო უკეთეს ფორმაშია. ბევრი ფული და სხვადასხვა საშუალებები ალბათ დიდ როლს თამაშობს, თუმცა ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა.
აღმოჩნდა, რომ იდეალური ფორმების ჯენიფერ ლოპესისეული საიდუმლო პატარ-პატარა ულუფებია.
ჯეილოს რამდენიმე საიდუმლო მისმა პერსონალურმა ტრენერმა დოდ რომერომ გაამხილა. როგორც გაირკვა, მისი დიეტა 5 მთავარ კატეგორიაზეა დამყარებული – ცილა, ბოსტნეული, ცხიმები, ნახშირწყლები და წყალი. რომერომ დააზუსტა, რომ წყალი ჯენიფერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჰიდრატაციას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს.
ასევე, ლოპესი ცილას ძირითადად თხილით და თევზით იღებს, ფილეს და კვერცხს კი იშვიათად მიირთმევს.