გასულ წელს 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა, სახალხო დამცველის შეფასებით, მაჩვენებელი საგანგაშოა.
უჩა ნანუაშვილმა საკუთარი ანგარიშის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2016 წელს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.
”მთავარი გამოწვევები და პრობლემები იგივეა, რაც წინა წლებში. ბავშვთა მიმართ ძალადობის მაშტაბები კვლავ მაღალია, ბავშვთა სიღარიბე ასევე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო კვლავ მაღალ ადგილზეა, გასულ წელს 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი საგანგაშოა. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრე ბავშვთა მიმართ არის სერიოზული პრობლემები და ა.შ. საკამოდ ბევრია პრობლემა, რომელსაც ბავშვები აწყდებიან”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.