LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, Gulf Air თბილისის აეროპორტში ბრუნდება

60
186477778-3834326249998140-1520324415528494242-n

1 ივნისიდან, ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით პირდადპირი რეისების განხორციელებას იწყებს. კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული 1 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს კვირაში 4 სიხშირით უბრუნდება. ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

Gulf Air-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2017 წელს დაიწყო.

ცნობისთვის, Gulf Air მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 60-მდე საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g