LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წლიანი პაუზის შემდეგ, Skyup საქართველოში რეგულარული რეისებით ბრუნდება

64
UR-SQB-(45699318612)

Skyup Airlines საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული რეისებით ბრუნდებაუკრაინული ავიაკომპანია კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 4 თებერვლიდან განაახლებს. Skyup Airlines რეისებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ Skyup Airlines-ის ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდზე, ასევე Skyup Airlines-ის გენერალურ აგენტ კომპანია “ავიაქსელში”.

შეგახსენებთ, თითქმის 1 წლის განმავლობაში, პანდემიის გამო,  Skyup Airlines-ს, ისევე როგორც სხვა ავიაკომპანიებს, საქართველოში რეგულარული ფრენები შეწყვეტილი ჰქონდა და 2020 წლის მარტიდან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებდა. დაწესებული რეგულაციების ფონზე, უკრაინულ ავიაკომპანიას მგზავრების მომსახურების უფლება მხოლოდ თბილისი-კიევის რეისებზე ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g