LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წლით პატიმრობა და 75 ათასი ევრო ჯარიმის სახით დეზინფორმაციის გავრცელებისთვის – საფრანგეთის პარლამენტმა ახალი კანონპროექტი მიიღო

1545383709-assemblee-nationale-france-jpeg-1024x683

ერთი წლით პატიმრობა და 75 ათასი ევრო ჯარიმის სახით დეზინფორმაციის გავრცელებისთვის – საფრანგეთის პარლამენტმა ახალი კანონპროექტი მიიღო, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საარჩევნო კამპანიის დროს გავრცელებული ყალბი ახალი ამბის დაუყოვნებლივ წაშლას ითვალისწინებს.

კანონპროექტი პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და ის სენატმა ორჯერ ჩააგდო. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიღებით საფრანგეთის დემოკრატიას საფრთხე ექმნება, რადგან ამ გზით შესაძლოა, პრესაზე ცენზურა დაწესდეს.

პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ ინტერნეტი რეგულირებადი უნდა იყოს. კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, სარჩელით მიმართონ მოსამართლეს, რომ ყალბი ახალი ამბის გავრცელება შეაჩერონ.

ასევე ეს კანონი ეროვნული მაუწყებლის სააგენტოს უფლებას აძლევს, ავტორიზაცია შეუჩეროს იმ მაუწყებლებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მიერ კონტროლირდებიან და გამიზნულად გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რითაც შესაძლოა, არჩევნებზე მოახდინონ გავლენა.

კანონის მომხრები ამბობენ, რომ ეს საუკეთესო გზაა, რომ ყალბი ახალი ამბების გავრცელებას შეუშალონ ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g