LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-14 მაისს ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მიქაძე ახალ პროექტს საქართველოში წარადგენს

2521
mftronix

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში მხარდაჭერით,  2022 წლის 10-14 მაისის ჩათვლით წარმოგიდგენთ გიორგი მიქაძის საავტორო პროექტს „Georgian MicrojamZ – M F TroniX”.

პროექტი მოიცავს, როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით ისე საკონცერტო ნაწილს. პროექტის ფარგლებში წარმატებული და საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის Berklee College of Music-ის პროფესორები გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი, პიანისტი გიორგი მიქაძე ჩაატარებენ ლექციებს, მასტერკლასებს ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხოლო ამერიკული ბენდის და ქართველი მუსიკოსების ერთობლივი კონცერტი შედგება 13 მაისს, 20:00 საათზე საკონცერტო სივრცე „რესპუბლიკაში“.

  • 11 მაისს, 13:00 საათზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში მასტერკლასს ჩაატარებენ Berklee College of Music-ის პროფესორები: გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი და პიანისტი გიორგი მიქაძე.
  • 12 მაისს, 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Berklee College of Music-ისპროფესორი, გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი ჩაატარებს ლექციას სახელწოდებით „The Microtonal analysis in notation, Improvisation, and composition“.
  • 13 მაისი 20:00 კონცერტი „რესპუბლიკაში“

პროექტის მიზანია:

ორი მეგობარი ქვეყნის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 30 წლიანი შემოქმედებითი პარტნიორობის გაღრმავება; კულტურული კონტაქტების გაძლიერება, ხელოვანთა შორის პროფესიული კავშირების დამყარება, ამერიკელი და ქართველი ჯაზ-მუსიკოსების შემოქმედებითი დიალოგი და  თანამშრომლობა;  აშშ-ში მოღვაწე წარმატებული ქართველი და ამერიკელი მუსიკოსის შემოქმედების, თანამედროვე მუსიკის ყველაზე პრესტიჟული Berklee College of Music-ის საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული და თეორიული გაცნობა ქართველი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლბისთვის.

საყურადღებოა, რომ სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში პირველად ხდება Berklee College of Music-ის აკადემიური პერსონალის ვიზიტი საქართველოში.

ამერიკული ბენდის შემადგენლობაში არიან გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი, პიანისტი გიორგი მიქაძე, ბასისტი პანაიოტის ანდრეუ და დრამერი ჯარელ კამპბელი. GIORGI MIKADZE – KEYBOARDS, DAVID  FIUCZYNSKI – GUITAR, PANAGIOTIS ANDREOU – BASS, JARRELL CAMPBELL – DRUMS

კონცერტის სპეციალური სტუმრები არიან: ნინო ქათამაძე, „თამადა“ და მიშო ჯავახიშვილი.

გიორგი მიქაძის პროექტის „Georgian MicrojamZ – M F TroniX.” წარმდგენია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსდა აშშ საელჩოს მიერ გამოცხადებული „კულტურის მცირე გრანტების პროგრამის“ ფარგლებში (Cultural Small Grants Program 2022).

პროექტის მხარდამჭერია: ქ. თბილისის მერია

პროექტის ორგანიზატორია: „ქართული სახელოვნებო სააგენტო“

პროექტის პარტნიორია: „რესპუბლიკა“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g