“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს 10 აპრილიდან დაიწყებს.
დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რეგიონულ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.
პარტიის გეგმის შესახებ კი მოგვიანებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველმა 15 მაისს დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადრება და თქვა, რომ ეს დღე ბევრი გადაწყვეტილების მიმღები იქნება.
“გაიმართება არაერთი აქცია, ჩავალთ ყველგან!” – ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს
“ჩვენ როგორც ლიდერები, ისე აქტივი, მოვედებით მთლიანად საქართველოს და დავარწმუნებთ მოსახლეობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 15 მაისი. დარწმუნებული ვარ, ეს დღე იქნება ბევრი გადაწყვეტილების მიმღები.” – აღნიშნა ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ მასშტაბური აქციის შესახებ 20 მარტს განაცხადა.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა მაშინ თქვა, ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, გაიმართება არაერთი აქცია, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. ბოლოს კი 15 მაისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.