LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 აპრილს გულიკო ჭანტურიას სოლოკონცერტი გაიმართება

303

10 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართება ჯაზვოკალისტის გულიკო ჭანტურიას სოლოკონცერტი. ღონისძიება ტარდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის იდეის ავტორია ნია ბახტაძე, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი.

უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია, გულიკო ჭანტურია სცენაზე დგას. მისი შემოქმედება თავისუფალია ისევე, როგორც თავად ჯაზი. მეტად მრავალმხრივია მისი საშემსრულებლო არეალები: სოული, ქანთრი, ჯაზ-როკი, ქართული ფოლკლორი და სხვ.

მუსიკოსი ქალბატონი გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით და მისი შემოქმედების ლოგიკური მწვერვალია მისი პედაგოგიური მოღვაწეობა. ის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, ჯაზური ვოკალის მიმართულებით და მრავალი წარმატებული მუსიკოსი შესძინა საქართველოს.

საქართველოში ჯაზური მუსიკის პროპაგანდა-განვითარებისათვის გულიკო ჭანტურია დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. გახლავთ მრავალი საერთაშორისო, საკავშირო, რესპუბლიკური ჯაზფესტივალების, ტურნეების და კონკურსების მონაწილე, როგორც ჯაზის ვოკალისტის, ასევე, ჟიურის საპატიო წევრის სტატუსით.

12957284_10207923816266372_2028351449_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები