“დღეს ჩვენ ავადობა გვაქვს, 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი. ამას უძლებენ ჩემი კოლეგები.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის თქმით, დიდი იმედი აქვთ, რომ ახლად დაწესებული შეზღუდვები მისცემთ საშუალებას, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთა ნაკლები იყოს:
“დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვები მოგვცემს საშუალებას, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთა იყოს ნაკლები.
სავალე ჰოსპიტლის ნოუჰაო არის კოვიდსასტუმროები, მაქსიმალურად კიდევ ფართოვდება კოვიდსასტუმროები. ჩემს ყველა კოლეგას ვუდასტურებ ღრმა პატივისცემას, ის, რაც მათ გადააქვთ წელიწადნახევარია.
დღეს ჩვენ ავადობა გვაქვს, 100 ათს მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი. ამას უძლებენ ჩემი კოლეგები.” – თქვა იმნაძემ.