LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა

143
shss_1

10 უკრაინელი ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა.

ოთხი მოზარდი სოციალურმა სამსახურმა თბილისში გადაიყვანა, ოთხი ბავშვი კი სოციალური სამსახურის ქუთაისის სამსახურში იმყოფება. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.

20 აპრილს შიანაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვების საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, შსს-ში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილი იყო. ქალბატონი საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

შსს-ს განცხადების თანახმად, 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი).

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები