2022 წლის 10 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ტარდება ბიზნეს დაჯილდოება – „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ჯილდო გადაეცემა დამსაქმებლებს, რომლებიც გამოირჩევიან ღირსეული სახელფასო პოლიტიკით, მაღალი პასუხისმგებლობით ყველა პოზიციაზე დასაქმებულების წინაშე, რაც დასაქმებულის შრომის ადეკვატურ დაფასებასა და ღირსეული ანაზღაურების შეთავაზებას გულისხმობს.
„გამარჯვებულების გამოვლენისას, შეფასებული იქნება ორგანიზაციის ხედვა და დამოკიდებულება საკანონმდებლო დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნეს სუბიექტებს, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორიდან.
გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული, ობიექტური და მიუკერძოებელი ჟიური“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორგანიზატორების განცხადებით, თუ გსურთ, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში და გახდეთ „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“-ის გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში, უნდა შეავსოთ განაცხადი – https://cutt.ly/F1rSkRo, არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა.
დაჯილდოება 10 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 14:00 საათზე გაიმართება.
დაწვრილებითი ინფორმაციას ბიზნეს დაჯილდოების შესახებ იხილავთ „პროგრესის ცენტრის“ ფბ. გვერდზე: https://www.facebook.com/Pic.org.ge