LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-დღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ გურჯაანში დაკარგული მამაკაცი იპოვა

611
პოლიცია-e1537007027409

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკიდან დაკარგული 34 წლის მამაკაცი პოლიციამ იპოვა. ვანო მახარაშვილს, სამართალდამცველებმა 10-დღიანი ძებნის შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს. ის თავს კარგად გრძნობს.

ვანო მახარაშვილი ფერმაში მწყემსად მუშაობდა და ოჯახმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი კვირის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა.

ახლობლები მის მოძებნას ჯერ საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, შემდეგ პოლიციასაც შეატყობინეს.მახარაშვილს სამართალდამცავები მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალში მყვინთავების დახმარებით ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა. საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით დაკითხული იყო ერთი არასრულწლოვანი და ტაქსის მძღოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g