LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე, შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და კანონი მათ არ შეეხება…„აკაცუკიზმი“ უნდა დასრულდეს“ – შარმანაშვილი არასამთავრობოების განცხადებაზე

109
თენგიზ შარმანაშვილი

„აი, ეს არის ე.წ. არასამთავრობოების მაღალი კომპეტენცია. 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე. შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და ეს კანონი მათ არ შეეხება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი წერს.

შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას ეხმიანება, რომელთა შეფასებითაც, „ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიციირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევაა“.

„აი, ეს არის ე.წ. არასამთავრობოების მაღალი კომპეტენცია. 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე. შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და ეს კანონი მათ არ შეეხება. „აკაცუკიზმი“ უნდა დასრულდეს. თუ უნდათ, ექსპერიმენტი ჩაატარონ. მივიდნენ პარიზში, ლონდონში, ბერლინში 50 კაცი თუნდაც, გადაკეტონ ცენტრალური გამზირი და როგორც იქ მოიქცევა პოლიცია, ვთხოვოთ ჩვენ პოლიციას, რომ გაიმეოროს“, – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიციირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს.

⭕💬 „ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ – დაგაპატიმრებ. ჩვენ, ხელმომწერი…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g